ონგარდი – ციფრული უსაფრთხოება

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ვინ ვართ ჩვენ

პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკაში მითითებები onguard.ge-ზე (შემდგომში „ჩვენ“ ან „ჩვენი“) ნიშნავს შპს „სმარტ ლაიფის“ (ს/კ: 405507287; შემდგომში „კომპანია“ ან „ჩვენ“) მიერ მართულ onguard.ge -ს („ვებგვერდი“ ან „გვერდი“). ჩვენ განვსაზღვრავთ პერსონალურ მონაცემთა დამუშავების მიზნებსა და საშუალებებს.

რა სახის პირად ინფორმაციას ვინახავთ და რა მიზნით

თქვენს შესახებ ინფორმაცია და მონაცემები (გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ქვემოთ მოცემული მოცულობის ინფორმაციის შეგროვება/შენახვა/გამოყენება/დამუშავება ჩვენ მიერ სავალდებულო არ არის. onguard.ge იტოვებს უფლებას პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკით გათვალისწინებული სხვადასხვა მიზნით, კონკრეტულ შემთხვევებში საჭიროებისამებრ შეაგროვოს/შეინახოს/გამოიყენოს/დაამუშაოს მონაცემები), რომელთა შეგროვებაც, შენახვა, გამოყენება და დამუშავებაც შეგვიძლია, შეიძლება მოიცავდეს, მაგრამ არ შემოიფარგლებოდეს შემდეგი მონაცემებით: 

  • პერსონალური მონაცემები:
  • მომხმარებლის ანგარიშის დეტალები: თქვენს მიერ მომხმარებლის ანგარიშის გახსნისას (რეგისტრაციისას) და სერვისებით  სარგებლობისას, თქვენი შეკვეთის/მოთხოვნის დამუშავებისთვის/შესრულებისთვის და წინამდებარე პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკით გათვალისწინებული მიზნებისთვის  შესაძლოა ჩვენ მოგთხოვოთ თქვენ შესახებ კონკრეტული პერსონალური მონაცემების მოწოდება, როგორიცაა: სახელი და გვარი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, სქესი, დაბადების თარიღი, ფაქტობრივი მისამართი, პირადი ნომერი, ტელეფონის ნომერი და ა.შ. 
  • ნებაყოფლობითი ინფორმაცია : ჩვენ ასევე ვაგროვებთ ინფორმაციას, რომელსაც გვაწვდით ნებაყოფლობით სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალებებით. მაგ. როდესაც გვიკავშირდებით ელექტრონული ფოსტით ან გვიზიარებთ თქვენს შესახებ დამატებით ინფორმაციას თქვენს მიერ ჩვენი ვებ გვერდის სერვისების გამოყენებით, როგორიცაა მაგალითად ლაივ ჩატები ვებგვერდის მხარდაჭერის გუნდთან, ან გვაწვდით პირადი ინტერესების შესახებ ინფორმაციას.
  • ანალიტიკური ინფორმაცია : ჩვენ შეგვიძლია შევაგროვოთ ინფორმაცია  თქვენს მიერ სერვისების გამოყენების თაობაზე, როგორიცაა აპლიკაციების გამოყენება, ფაილების ძიება, მომხმარებლის აქტიურობა (მაგ. ნანახი გვერდები, კონკრეტულ გვერდზე დახარჯული დრო, ონლაინ გვერდების დათვალიერება, დაწკაპუნებები, ქმედებები და ა.შ.) დროის მარკები, შეტყობინებები და ა.შ. ინფორმაცია შეგროვება ხდება ინციდენტების აღმოფხვრის მიზნით, ასევე თქვენს მიერ სერვისების გამოყენების  შესახებ კვლევისა და ანალიზის მიზნებისთვის.

ვის ვუზიარებთ მონაცემებს

არცერთი მესამე მხარისთვის რომელიმე ამ ინფორმაციის გადაცემა არ ხდება არანაირი მიზნით. მხოლოდ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად თქვენი პერსონალური მონაცემები შეგვიძლია გავუზიაროთ onguard.ge-ს საქმიანობასთან დაკავშირებულ და ქვემოთ ჩამოთვლილ სხვა პირებს:

  •  თქვენს კანონიერ წარმომადგენელს;
  •  სამართალდამცავ ორგანოებს ან კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ორგანოებს;
  •  მესამე მხარეებს, ვისთვისაც გვთხოვთ (ან ნებას გვრთავთ) თქვენი მონაცემების გაზიარებას;
  •  მესამე მხარეებს, ვისთვისაც ინფორმაციის გაზიარება აუცილებელია თქვენ მიერ მოთხოვნილი პროდუქტებისა და სერვისების მიწოდების უზრუნველსაყოფად;
  •  მომსახურების პროვაიდერებს – კომპანიებს, რომლებიც გვიწევენ მომსახურებას ან გასწევენ მომსახურებას ჩვენი სახელით;
  •  საბანკო ინსტიტუტებს, განვადების განაცხადის განხილვის მიზნით, თქვენი მოთხოვნის შემთხვევაში
  •  კანონმდებლობით გათვალისწინებულ ნებისმიერ მესამე პირს, 

თქვენთან დაკავშირებულ და თქვენთვის საინტერესო მომსახურებებთან, პროდუქტებთან, სერვისებთან, ვებგვერდებთან და აპლიკაციებთან  დაკავშირებული სარეკლამო მასალების მოწოდების მიზნით (პირდაპირი მარკეტინგი), ჩვენ შეგვიძლია უშუალოდ ვისარგებლოთ თქვენი პერსონალური ინფორმაციით, რომელიც შემოიფარგლება მხოლოდ თქვენი სახელით, ელექტრონული ფოსტის მისამართით ან ტელეფონის ნომრით.

რამდენად დიდხანს ვინახავთ თქვენს მონაცემებს

  • თუ თქვენ დაწერთ კომენტარს, მაშინ კომენტარიც და მისი მეტა-მონაცემები შეინახება უსასრულოდ დიდი ხნით. ეს ხდება იმისათვის, რომ ავტომატურად მოხდეს შემდგომი კომენტარების ავტომატური გამოქვეყნება, ნაცვლად ხელით მისი მოწონებისა.
  • თუ სტუმარი დატოვებს კომენტარს საიტზე, ჩვენ შევაგროვებთ ფორმაში მითითებულ მონაცემებს, აგრეთვე IP-მისამართს და ბრაუზერის user-agent-ის მონაცემებს, სპამის გამოვლენის მიზნით.
  • ჩვენს საიტზე რეგისტრირებული მომხმარებლებისათვის ჩვენ ვინახავთ იმ პირად ინფორმაციას, რომელიც მათ მიუთითეს პროფილში. 
  • onguard.ge უზრუნველყოფს თქვენი პერსონალური მონაცემების თანმიმდევრული და მაღალი ხარისხით დაცვასა და უსაფრთხოებას.   
  • თქვენს მონაცემებს ვინახავთ იმ ვადით, რაც აუცილებელია დამუშავების მიზნის მისაღწევად. თუ თქვენ აღარ ხართ onguard.ge-ს მომხმარებელი, თქვენი მონაცემები შეინახება პოლიტიკის, კანონით და მარეგულირებელი დოკუმენტების გათვალისწინებული მიზნების შესაბამისად.
  • ყველა მომხმარებელს შეუძლია ნახოს, ჩაასწოროს, ან წაშალოს მისი ინფორმაცია ნებისმიერ დროს

საბარათე მონაცემები

პროდუქციის ბარათით ყიდვის დროს, onguard.ge არ ინახავს თქვენს საბარათე მონაცემებს. ის გამისამართებთ Unipay-ის (unipay.com) მიერ მხარდაჭერილ სპეციალურ გვერდზე, სადაც მონაცემების გადაცემის უსაფრთხოება ინტერნეტ არხის საშუალებით უზრუნველყოფილია TLS პროტოკოლით. მონაცემები დაცულია საერთაშორისო სტანდარტის PCI DSS -ის მიხედვით.

 მზა ჩანაწერები ( Cookies) 

ჩვენ ვიყენებთ მზა ჩანაწერებს და მსგავს ტექნოლოგიებს თქვენი გამოცდილების პერსონალიზირებისა და გაუმჯობესების მიზნით. მზა ჩანაწერებს ვაგროვებთ თქვენთვის ჩვენს ვებ-გვერდებსა და სხვა დისტანციურ პლატფორმებზე ნავიგაციის გამარტივების, ინფორმაციის სასურველი ფორმატით შეთავაზების, ძებნის პარამეტრების გაუმჯობესების, მომხმარებლის უსაფრთხო ავტორიზაციის, მარკეტინგის, ვებ გვერდების დიზაინის ოპტიმიზაციისა და მომხმარებლისთვის უკეთესად ადაპტირების მიზნით.

თუ დატოვებთ კომენტარს ჩვენს საიტზე, თქვენ შეგიძლიათ ჩართოთ თქვენი სახელის, ელფოსტისა და ვებ-გვერდის მისამართის შენახვის შესაძლებლობა ქუქი-ფაილში. ეს კეთდება თქვენი კომფორტისათვის, რათა ხელახლა არ მოგიწიოთ იგივე მონაცემებსი შეტანა მორიგი კომენტარის დატოვებისას. ეს ქუქი-ფაილები ერთი წელი ინახება.

გამოყენების პირობები

თქვენ მიერ ჩვენი გვერდის გამოყენება ნიშნავს, რომ თანახმა ხართ ჩვენს მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების, მათ შორის მზა ჩანაწერების გამოყენებაზე. პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა წარმოადგენს ვებგვერდის პირობების განუყოფელ ნაწილს.

თქვენ უფლება გაქვთ

მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ დამუშავებული მონაცემების თაობაზე;

  • მოითხოვოთ მცდარი, არაზუსტი ან/და არასრული მონაცემების გასწორება, განახლება ან/და შევსება;
  • მოითხოვოთ მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, წაშლა ან განადგურება, თუ:
  • გაითხოვთ თანხმობას, რომელიც წარმოადგენს მონაცემთა დამუშავების ერთადერთ საფუძველს; თანხმობის გათხოვისათვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ საიტზე „კონტაქტის“ გრაფაში მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე.
  • მონაცემების დამუშავება აღარ არის საჭირო იმ მიზნისთვის, რომლისთვისაც მოხდა მათი დამუშავება;
  • მონაცემთა დამუშავება ხდება უკანონოდ.
  • მოითხოვოთ მონაცემთა დაბლოკვა, თუ:
  • სადავოა მონაცემთა ნამდვილობა ან სიზუსტე;
  • მონაცემთა დამუშავება უკანონოა, თუმცა თქვენ ეწინააღმდეგებით მათ წაშლას და სანაცვლოდ ითხოვთ დაბლოკვას;
  • მონაცემები აღარ არის საჭირო მათი დამუშავების მიზნის მისაღწევად, თუმცა თქვენ ისინი გესაჭიროებათ სამართალწარმოების მიზნით;
  • მიმდინარეობს მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების მოთხოვნის განხილვა;
  • ნებისმიერ დროს გამოითხოვოთ თანხმობა, რომლითაც მოგვანიჭეთ თქვენი მონაცემის დამუშავების უფლება. ასეთ შემთხვევაში ჩვენ დამუშავებას შევწყვეტთ, თუ არ არსებობს მონაცემთა დამუშავების კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძველი;
  • წარადგინოთ პრეტენზია დამუშავებასთან დაკავშირებით, მათ შორის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში ან სასამართლოში;
  • თქვენი უფლებების შეზღუდვა:
  • თქვენი უფლებები შეიძლება შეიზღუდოს, თუ ეს პირდაპირ გათვალისწინებულია კანონით, ან ამ უფლებების რეალიზაციამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას ქვეყნისთვის მნიშვნელოვან ფინანსურ ან ეკონომიკურ ინტერესებს; ზედამხედველობის განმახორციელებელი ორგანოების ფუნქციათა და უფლებამოსილებათა განხორციელებას; სახელმწიფო, კომერციული, პროფესიული და კანონით გათვალისწინებული სხვა სახის საიდუმლოებების დაცვას.

დამატებითი პირობები

ის ურთიერთობები, რომლებიც არ რეგულირდება წინამდებარე კონფიდენციალობის პოლიტიკით, წესრიგდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.