წესები და პირობები
შპს „სმარტ ლაიფის“ (ს/კ: 405507287; შემდგომში „კომპანია“ ან „ჩვენ“) მიერ მართულ onguard.ge -ს „ვებგვერდი“ ან „გვერდი“ (შემდგომში ონგარდი) და დამკვეთი/კლიენტი ერთობლივად მოიხსენებიან, როგორც მხარეები და ცალ-ცალკე, როგორც მხარე. მხარეები, ადასტურებენ რა მათ უფლებაუნარიანობას და ქმედუნარიანობას იკისრონ ვალდებულებები და ამ მიზნით თანხმდებიან, შემდეგზე:
წინამძღვრები და პირობები
- ონგარდი არის ონლაინ მაღაზია, რომელიც მის მმართველობაში მქონე ვებ-გვერდების მეშვეობით კლიენტს სთავაზობს სხვადასხვა სახის პროდუქციას.
- კლიენტი დაინტერესებულია ონლაინ, სახლიდან გაუსვლელად, შეიძინოს ვებ-გვერდზე განთავსებული პროდუქცია. ონგარდის მომხმარებელი სარგებლობს უფასო საკურიერო მომსახურებით მთელი საქართველოს მასშტაბით.
- შეკვეთის განხორციელება
- მომხმარებელს ნივთის შეძენა შეუძლია დეპოზიტის განთავსებით. ასევე ონგარდთან შეთანხმებით შესაძლებელია ნივთის ღირებულების კურიერთან ნაღდი ანგარიშსწორების გზით გადახდა.
- ნივთის შესაძენად კლიენტი ონგარდის საბანკო ანგარიშზე ანთავსებს თანხას დეპოზიტის სახით.
- კლიენტს შეუძლია ისარგებლოს ონგარდის პარტნიორი ბანკების განვადების სერვისით და ამ გზით უზრუნველყოს დეპოზიტის განთავსება.
- ნივთის განვადებით შეძენის სურვილის შემთხვევაში დამკვეთი/კლიენტი დისტანციურად ავსებს განაცხადს განვადების დამტკიცების შესახებ.
- ნივთის განვადებით შესაძენად, ონგარდი დამკვეთის მონაცემებს უგზავნის ბანკს განვადების დასამტკიცებლად.
- განვადების ხელშეკრულებაზე ხელმოწერასთან ერთად, დამკვეთი აძლევს ბანკს დავალებას დამტკიცებული თანხის კომპანიისთვის გადარიცხვის თაობაზე.
- ონგარდის ვალდებულებები
- ონგარდი, საბანკო ანგარიშზე კლიენტის დეპოზიტის განთავსების მომენტიდან არაუმეტეს 2 სამუშაო დღის განმავლობაში ვალდებულია უზრუნველყოს კლიენტის შეკვეთის დამუშავება. ნივთის კლიენტისთვის მიწოდების ვადა არ უნდა აღემატებოდეს შეკვეთის დამუშავებიდან 10 სამუშაო დღეს.
- კლიენტი გადაწყვეტილებას ნივთის შესყიდვის შესახებ იღებს უშუალოდ პროდუქტის მიღების მომენტში, რა დროსაც კლიენტი უფლებამოსილია უარი განაცხადოს შესყიდვაზე და უკან დაიბრუნოს დეპოზიტის თანხა ან მოითხოვოს განვადების გაუქმება.
- ნივთის შეძენის შემთხვევაში, ონგარდი უზრუნველყოფს ნივთის შეძენასთან და კლიენტისთვის მიწოდებასთან დაკავშირებულ პროცედურებს.
- მომსახურება დასრულებულად ითვლება ნივთის კლიენტისთვის ჩაბარებისთანავე და დეპოზიტის სახით მიღებული თანხიდან დაიფარება ნივთის ღირებულება.
- კლიენტის მხრიდან მიღებულ ნივთზე პრობლემის დაფიქსირების შემთხვევაში, ონგარდი უზრუნველყოფს საგარანტიო მომსახურებას. საგარანტიო ვადა მითითებულია კონკრეტული პროდუქტის აღწერაში.
- კლიენტისთვის ნივთის მიწოდების შეუძლებლობის შემთხვევაში შეკვეთა გაუქმდება და კლიენტს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი თანხა ან ონგარდის მოთხოვნით გაუქმდება საბანკო განვადება.
- შეკვეთის მიღება
- დამკვეთი ვალდებულია შეკვეთის მიღებისას მოახდინოს მისი ხარისხისა და პარამეტრების შესაბამისობა საიტზე მითითებული შეკვეთის მახასიათებლების გათვალისწინებით.
- თუ დამკვეთი მიიღებს შეკვეთას ისე, რომ მის მდგომარეობას არ ამოწმებს და არ აყენებს ზოგადი ხასიათის პრეტენზიას დანაკარგებისა და დაზიანების შესახებ, მაშინ საპირისპიროს დამტკიცებამდე ივარაუდება, რომ მიმღებმა ტვირთი ჩაიბარა შეთანხმებულ მდგომარეობაში; თუ საქმე ეხება გარეგნულად შესამჩნევ დანაკარგებსა და დაზიანებებს, დამკვეთი ვალდებულია აღნიშნული პრეტენზია წარადგინოს შეკვეთის ჩაბარების დღესვე, ხოლო გარეგნულად შეუმჩნეველი დანაკარგებისა და დაზიანებების შემთხვევაში – ჩაბარებიდან არა უგვიანეს ერთი კალენდარული დღისა. აღნიშნული წესის დარღვევის შემთხვევაში დამკვეთს აღნიშნული მოთხოვნის წარდგენის უფლება ერთმევა.
- დამკვეთის მიერ წარდგენილი მოთხოვნა (პრეტენზია) კომპანიას წარედგინება წერილობითი სახით.
- თუ შეკვეთა ნაკლის მქონეა, დამკვეთის მიერ მოთხოვნის (პრეტენზიის) წარდგენიდან გონივრულ ვადაში კომპანია იმოქმედებს საგარანტიო წესების შესაბამისად.
- ტრანსპორტირების დროს შეკვეთის დაზიანებისა თუ დაღუპვის შემთხვევაში კომპანია დამკვეთის დავალებით მიმართავს გადამზიდ კომპანიას და ხელშეკრულების პირობების გათვალისწინებით მოსთხოვს ზიანის ანაზღაურებას. აღნიშნული არ ართმევს დამკვეთს უფლებას პირადად აწარმოოს დავა გადამზიდ კომპანიასთან.
- კომპანია ვალდებულია მოთხოვნის შემთხვევაში გადასცეს დამკვეთს შეკვეთასთან დაკავშირებული ყველა საბუთი.
- მხარეთა პასუხისმგებლობა
- თითოეულ მხარეს უფლება აქვს მოსთხოვოს მეორე მხარეს ნაკისრი ვალდებულებათა სრული, ჯეროვანი და კეთილსინდისიერი შესრულება.
- მხარეები იღებენ ვალდებულებას აუნაზღაურონ ერთმანეთს მათ მიერ ნაკისრ ვალდებულებათა სრულად ან ნაწილობრივ შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შედეგად მიყენებული ზიანი კანონმდებლობით დადგენილი წესით, ხოლო ზიანის ანაზღაურება მხარეებს არ ათავისუფლებს ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისგან.
- კომპანია პასუხს არ აგებს იმ ზიანისთვის, რომელიც გამოწვეულია გადამზიდი კომპანიის ან/და ონლაინ მაღაზიის მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებით.
პროდუქციის შეცვლის პირობები
- პროდუქცია ექვემდებარება გაცვლას იმ შემთხვევაში თუ:
- პროდუქციას გააჩნია ქარხნული წუნი (რომელშიც არ იგულისხმება მექანიკური დაზიანება).
- შეკვეთის ფორმირების დროს ონგარდმა დაუშვა შეცდომა, რის შედეგადაც მიიღეთ არასწორი მოდელი ან/და არასწორი მახასიათებლების მქონე პროდუქცია.
- კომპანია შპს სმარტ ლაიფი მომხმარებლის მიერ პროდუქტის დაბრუნებისას/შეცვლისას უზრუნველყოფს ტრანსპორტირებას იმ შემთხვევაში, თუ:
- პროდუქტი არ შეესაბამება შეკვეთას/ან ვებ-გვერდზე განთავსებულ ტექნიკურ მახასიათებლებს;
- პროდუქტს აქვს ქარხნული წუნი;
- პროდუქტი დაზიანებულია ტრანსპორტირების პროცესში;
- კლიენტისთვის ნივთის მიწოდების შეუძლებლობის შემთხვევაში შეკვეთა გაუქმდება და კლიენტს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი თანხა ან ონგარდის მოთხოვნით გაუქმდება საბანკო განვადება.
- ფორს–მაჟორი
- არც ერთი მხარე არ აგებს პასუხს ნაკისრი ვალდებულების მთლიანად ან ნაწილობრივ შეუსრულებლობისთვის, თუ შეუსრულებლობა გამოწვეულია სტიქიური და ტექნოლოგიური კატასტროფებით, ხანძრით, საომარი მოქმედებით, სამთავრობო გადაწყვეტილებებით, სოციალური აფეთქებებით და ეს მოვლენები დაიწყო ან განვითარდა შეკვეთის შეძენის შემდეგ.
- თუ ჩამოთვლილი გარემოებებიდან უშუალოდ რომელიმე მოქმედებს მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებების წინამდებარე სამომხმარებლო წესებისა და პირობებით განსაზღვრული შესრულების ვადაზე, ეს ვადა გაგრძელდება დაუძლეველი ძალის გარემოების მოქმედების ხანგრძლივობის შესაბამისად.
- მხარე, რომელსაც წამოეჭრა დაუძლეველი ძალის გარემოება, ვალდებულია ასეთი გარემოების, მისი შესაძლო ხანგრძლივობისა და შეწყვეტის შესახებ შეატყობინოს მეორე მხარეს.
- შეტყობინებაში ასახული ფაქტები დადასტურებული უნდა იყოს შესაბამისი რეგიონის: სავაჭრო, სამრეწველო, ან სხვა კომპეტენტური ორგანოს მიერ.
- არშეტყობინება ან დაგვიანებით შეტყობინება უფლებას ართმევს მხარეს, გამოიყენოს ზემოთ მოყვანილი დაუძლეველი ძალის მოვლენები პასუხისმგებლობისგან განთავისუფლების საფუძვლად.
- კონფიდენციალურობა
- წინამდებარე წესები და პირობები ატარებენ კონფიდენციალურ ხასიათს და დაკავშირებული ყოველგვარი ინფორმაცია მესამე პირ(ებ)ს გადაეცემა(თ) მხოლოდ მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით, ასევე, მხარეთა მიერ წერილობით გათვალისწინებულ შემთხვევებში. ამასთან აღნიშნული შეზღუდვა არ შეეხება:
- იმ ინფორმაციას, რომელიც არის ან გახდება საჯაროდ ხელმისაწვდომი მხარეთაგან დამოუკიდებლად.
- ინფორმაციას, რომლის გამჟღავნებაზეც მხარეები წერილობით შეთანხმდებიან.
- ინფორმაციას, რომლის გამჟღავნებაც მოხდება რომელიმე მხარის მიერ კანონმდებლობისა და/ან შესაბამისი რეგულაციების მოთხოვნათა შესაბამისად.
- დამკვეთი წინამდებარე წესებისა და პირობებზე თანხმობით უფლებას აძლევს ონგარდს ურთიერთანამშრომლობის ეტაპზე მიწოდებული ინფორმაცია გამოიყენოს სტატისტიკური და ანალიტიკური მიზნით.
- წინამდებარე წესები და პირობები ატარებენ კონფიდენციალურ ხასიათს და დაკავშირებული ყოველგვარი ინფორმაცია მესამე პირ(ებ)ს გადაეცემა(თ) მხოლოდ მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით, ასევე, მხარეთა მიერ წერილობით გათვალისწინებულ შემთხვევებში. ამასთან აღნიშნული შეზღუდვა არ შეეხება:
- პრეტენზიები და დავები
- მხარეები აღნიშნავენ, რომ ეცდებიან ურთიერთ თანამშრომლობის ეტაპზე წარმოქმნილი ყოველგვარი დავის ან კონფლიქტის თავიდან აცილებას, ხოლო უთანხმოებათა გადაწყვეტას უზრუნველყოფენ ურთიერთ მოლაპარაკების გზით.
- დავის წარმოშობიდან 15 დღის ვადაში კონსენსუსი მიუღწევლობის შემთხვევაში, მოსარჩელე მხარის არჩევით, წარმოქმნილი დავა გადაწყდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
- მხარეები თანხმდებიან, რომ დავა განსახილველად გადაეცემა ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.
- იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
- დამატებითი პირობები
- ის ურთიერთობები, რომლებიც არ რეგულირდება წინამდებარე სამომხმარებლო წესებითა და პირობებით, წესრიგდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
- დადგენილი სამომხმარებლო წესებისა და პირობების რომელიმე მუხლის, პუნქტის, ქვეპუნქტის, დათქმის, წინადადების ბათილობა არ იწვევს სამომხმარებლო წესებისა და პირობების სრულად ბათილობას.